ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ
Closest in meaning — including in other laws
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ
Always up-to-date legal framework
1.ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრები თავიანთი უფლება - მოვალეობების განხორციელებისას უნდა : ა ) მოქმედებდნენ კეთილსინდისიერად ; ბ ) ზრუნავდნენ ისე , როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი , საღად მოაზროვნე პირი ; გ ) მოქმედებდნენ იმ რწმენით , რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე უკეთესია საწარმოსა და მისი ფასიანი ქაღალდების მფლობელთა ინტერესებისათვის .
2.გარდა ამ კანონის მე -4 მუხლის მე -13 პუნქტით , ამ მუხლის მე -3 პუნქტით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა , ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრები , რომლებმაც მხარი დაუჭირეს ისეთ გადაწყვეტილებას , რომელსაც მოჰყვა ამ მუხლით განსაზღვრულ ვალდებულებათა შეუსრულებლობა , სოლიდარულად აგებენ პასუხს საწარმოსთვის მიყენებული ზიანისათვის .
3.ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრის პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და მოცულობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება , რომ თავის მოვალეობათა შესრულებისას იგი შეიძლება დაეყრდნოს დასკვნებსა და ანგარიშებს ( მათ შორის , ფინანსურ ანგარიშებსა და მონაცემებს ), თუ ისინი მომზადებულია იმ აუდიტორის , იურიდიული მრჩევლის , საწარმოს თანამშრომლის ან სხვა პირის მიერ , რომელიც , მმართველი ორგანოს წევრის კეთილგონივრული მოსაზრებით , პროფესიონალია შესაბამის საკითხში , რადგან ეს საკითხი მის კომპეტენციას განეკუთვნება . ამასთანავე , მმართველი ორგანოს წევრის მოქმედება არ ჩაითვლება კეთილსინდისიერად , თუ მას ამ საკითხთან დაკავშირებით აქვს ან ევალებოდა , რომ ჰქონოდა ისეთი ინფორმაცია , რომელიც გაუმართლებელს ხდის აღნიშნულ პირებზე დაყრდნობას .
4.ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდის მფლობელს უფლება აქვს ამ მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებათა დარღვევის გამო სარჩელი აღძრას ამ საწარმოს მმართველი ორგანოს წევრის მიმართ .
5.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, თავისი წარმომადგენლის მეშვეობით, დამკვირვებლის სტატუსით დაესწროს ანგარიშვალდებული საწარმოს აქციონერთა (პარტნიორთა) საერთო კრებას მისი მიმდინარეობისას საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევის შემთხვევაში სათანადო რეაგირების მიზნით. საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4201 - ვებგვერდი, 10.09. 2015 წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №441 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.
These lawyers work in the legal area related to this article.