ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ
For information only — not legal advice.
1. ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება არის წინადადება არანაკლებ 100 პირისათვის ან წინასწარ დაუზუსტებელი რაოდენობის პირთათვის ემიტენტის სახელით ფასიანი ქაღალდების პირდაპირი ან არაპირდაპირი მიყიდვის შესახებ. საჯარო შეთავაზებად მიიჩნევა აგრეთვე არაანგარიშვალდებული საწარმოს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით იმ პირის სახელით წამოყენებული ამგვარი წინადადება, რომელიც ემიტენტი არ არის. ნებისმიერ პირს შეუძლია განახორციელოს საჯარო შეთავაზება, თუ იგი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს ამ კანონით განსაზღვრულ, თავის მიერ ხელმოწერილ შესაბამის ინფორმაციას (დოკუმენტებს) და მიაწვდის ძირითად ინფორმაციას თავის შესახებ. ასეთ შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია დაადგინოს ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების განსხვავებული წესი.
2. ემიტენტმა საბროკერო კომპანიასთან ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსურ ინსტიტუტთან უნდა დადოს ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულება ფასიანი ქაღალდების განთავსების შესახებ.
3. იმ ემიტენტის ფასიანი ქაღალდების მფლობელს, რომელიც ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებას ახორციელებს ამ კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, უფლება აქვს წინადადებით მიმართოს ემიტენტს, დადგენილი წესით საჯარ ო შეთავაზებაში შეიტანოს მის მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდები.
4. საჯარო შეთავაზება არასამთავრობო ემიტენტების, მათ შორის, მუნიციპალიტეტების მიერ ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით.
5. (ამოღებულია - 14.07.2020, №6806) .
6. ფასიანი ქაღალდების შეთავაზება და მიყიდვა მხოლოდ გამოცდილი ინვესტორებისათვის არ განიხილება , როგორც საჯარო შეთავაზება . საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4201 - ვებგვერდი, 10.09. 2015 წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №441 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1903 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6806 – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6982 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
Closest in meaning — including in other laws
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ