ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ
Article 9. ანგარიშვალდებული საწარმო და საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი
1. ანგარიშვალდებულ საწარმოდ მიიჩნევა საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი, რომელიც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არის დაფუძნებული.
2. (ამოღებულია - 16.11.2023, №3714) .
3. საქართველოს ეროვნული ბანკი ადგენს წესს, რომლითაც გარკვეული კატეგორიის ემიტენტები ან/და სხვა პირები თავისუფლდებიან ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-14 და მე-15 მუხლების მოთხოვნათა შესრულებისგან, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ ემიტენტის მიერ შესაბამისი ანგარიშის მოსამზადებლად გასაწევი ხარჯები, ემიტენტის საკუთარი კაპიტალისა და ფასიანი ქაღალდების მფლობელთა რაოდენობის გათვალისწინებით, აღნიშნული მუხლებითა და პუნქტებით დაცული საჯარო ინტერესის შეუსაბამო აღმოჩნდება.
4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის კორპორაციული მართვისა და ანგარიშგების წარმოების განსხვავებული მოთხოვნები ან/და დამატებითი მოთხოვნები.
5. ამ კანონის მე-11 და მე-14 მუხლების მიზნებისთვის საჯარო ფასიანი ქაღალდების სტატუსის მქონე დეპოზიტარული ხელწერილების შემთხვევაში ემიტენტად მიიჩნევა იმ ფასიანი ქაღალდების ემიტენტი, რომლებიც აღნიშნული დეპოზიტარული ხელწერილებითაა წარმოდგენილი, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს ფასიანი ქაღალდები საჯარო ფასიანი ქაღალდები. საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156 საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161 საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის კანონი №6022 – ვებგვერდი, 30.04.2012წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4201 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №441 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2020 წლის 29 ივნისის კანონი №6673 – ვებგვერდი, 07.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3714 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.
