1.
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ
1.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესი ანგარიშვალდებულ საწარმოზე არ ვრცელდება, თუ: ა) მას ემისიის პროსპექტი ამ კანონის შესაბამისად აქვს დამტკიცებული; ბ) იგი, იმ კალენდარული წლის წინა საანგარიშგებო პერიოდის მონაცემების მიხედვით, როდესაც მისი ფასიანი ქაღალდები საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემიდან მოიხსნა, აკმაყოფილებს პირველი კატეგორიის საწარმოსთვის ან მეორე კატეგორიის საწარმოსთვის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კრიტერიუმებს. საქართველოს 2020 წლის 29 ივნისის კანონი №6673 – ვებგვერდი, 07.07.2020წ. მუხლი 55 3 . საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსის დაკარგვის საფუძვლები და პროცედურა 1. ამ კანონის 55 2 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, ემიტენტი საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსს დაკარგავს აგრეთვე შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ მის მიერ გამოშვებული საჯარო ფასიანი ქაღალდები (მათ შორის, სასესხო ფასიანი ქაღალდები − მათი სრულად დაფარვის შედეგად), საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სრულად გაუქმდა ან/და აღარ არსებობს; ბ) საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, მისი ძალაში შესვლისთანავე. ემიტენტის მიერ გამოშვებული საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდები ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან საჯარო ფასიან ქაღალდებად აღარ მიიჩნევა.
2.საქართველოს ეროვნული ბანკი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსის დაკარგვის შესახებ, თუ დაკმაყოფილდება ყველა შემდეგი პირობა: ა) ემიტენტი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს კრებაზე დამსწრე ხმის უფლების მქონე წილობრივი ფასიანი ქაღალდების მფლობელის/მფლობელების ხმათა არანაკლებ 75%-ის თანხმობით მიღებულ გადაწყვეტილებას საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსზე უარის თქმის შესახებ; ბ) წილობრივი ფასიანი ქაღალდების მფლობელი/მფლობელები, რომელმაც/რომლებმაც მხარი დაუჭირა/დაუჭირეს გადაწყვეტილებას საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსზე უარის თქმის შესახებ, ამ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 45 დღისა განახორციელებს/განახორციელებენ სატენდერო შეთავაზებას ემიტენტის მიერ გამოშვებული ყველა საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდის გამოსყიდვის თაობაზე; გ) შემთავაზებელი/შემთავაზებლები სატენდერო შეთავაზების ვადის დასრულებისთანავე საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს/წარუდგენენ წერილობით დასტურს იმის თაობაზე, რომ შეთავაზებისას დაცული იყო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და შეთავაზების ადრესატებს მიეცათ საკუთარი უფლებების დადგენილი წესით განხორციელების შესაძლებლობა.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სატენდერო შეთავაზება განხორციელდება ამ კანონის მე-15 მუხლითა და 15 1 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირობების შესაბამისად, ამავე მუხლის თავისებურებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ გამოსასყიდ ფასს აუდიტორი ადგენს.
4.ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ გამოიყენება, თუ ემიტენტის მიერ გამოშვებული საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდები საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ არის დაშვებული ან მიმოქცევაშია ემიტენტის მიერ გამოშვებული სხვა საჯარო ფასიანი ქაღალდები, გარდა იმავე პუნქტით გათვალისწინებული საჯარო ფასიანი ქაღალდებისა.
5.ემიტენტმა, რომელმაც ამ მუხლის შესაბამისად დაკარგა საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსი, ეს სტატუსი შეიძლება ხელახლა მოიპოვოს საერთო წესების საფუძველზე.
6.ეს მუხლი არ გამოიყენება საინვესტიციო ფონდების მიერ გამოშვებული ერთეულების მიმართ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3714 – ვებგვერდი, 07.12.2023წ. თავი X გარდამავალი დებულებანი
1. ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდები, რომლებიც პრივატიზაციის გეგმის საფუძველზე განთავსდა ან/და შეთავაზებულ იქნა, არ მიიჩნევა საჯარო ფასიან ქაღალდებად, ხოლო ამ ფასიანი ქაღალდების ემიტენტი (პრივატიზებული საწარმო) არ მიიჩნევა ანგარიშვალდებულ საწარმოდ, თუ აღნიშნული ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემიდან მოხსნის მომენტიდან 3 თვის განმავლობაში ემიტენტი საქართველოს ეროვნულ ბანკს არ წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს ან აქციონერთა კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც იგი ანგარიშვალდებული საწარმოს სტატუსის შენარჩუნებას მოითხოვს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესი ანგარიშვალდებულ საწარმოზე არ ვრცელდება, თუ: ა) მას ემისიის პროსპექტი ამ კანონის შესაბამისად აქვს დამტკიცებული; ბ) იგი, იმ კალენდარული წლის წინა საანგარიშგებო პერიოდის მონაცემების მიხედვით, როდესაც მისი ფასიანი ქაღალდები საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემიდან მოიხსნა, აკმაყოფილებს პირველი კატეგორიის საწარმოსთვის ან მეორე კატეგორიის საწარმოსთვის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კრიტერიუმებს. საქართველოს 2020 წლის 29 ივნისის კანონი №6673 – ვებგვერდი, 07.07.2020წ. [მუხლი 55 3 . საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსის დაკარგვის საფუძვლები და პროცედურა 1. ამ კანონის 55 2 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, ემიტენტი საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსს დაკარგავს აგრეთვე შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ მის მიერ გამოშვებული საჯარო ფასიანი ქაღალდები (მათ შორის, სასესხო ფასიანი ქაღალდები − მათი სრულად დაფარვის შედეგად), საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სრულად გაუქმდა ან/და აღარ არსებობს; ბ) საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, მისი ძალაში შესვლისთანავე. ემიტენტის მიერ გამოშვებული საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდები ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან საჯარო ფასიან ქაღალდებად აღარ მიიჩნევა. 2. საქართველოს ეროვნული ბანკი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსის დაკარგვის შესახებ, თუ დაკმაყოფილდება ყველა შემდეგი პირობა: ა) ემიტენტი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს კრებაზე დამსწრე ხმის უფლების მქონე წილობრივი ფასიანი ქაღალდების მფლობელის/მფლობელების ხმათა არანაკლებ 75%-ის თანხმობით მიღებულ გადაწყვეტილებას საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსზე უარის თქმის შესახებ; ბ) წილობრივი ფასიანი ქაღალდების მფლობელი/მფლობელები, რომელმაც/რომლებმაც მხარი დაუჭირა/დაუჭირეს გადაწყვეტილებას საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსზე უარის თქმის შესახებ, ამ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 45 დღისა განახორციელებს/განახორციელებენ სატენდერო შეთავაზებას ემიტენტის მიერ გამოშვებული ყველა საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდის გამოსყიდვის თაობაზე; გ) შემთავაზებელი/შემთავაზებლები სატენდერო შეთავაზების ვადის დასრულებისთანავე საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს/წარუდგენენ წერილობით დასტურს იმის თაობაზე, რომ შეთავაზებისას დაცული იყო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და შეთავაზების ადრესატებს მიეცათ საკუთარი უფლებების დადგენილი წესით განხორციელების შესაძლებლობა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სატენდერო შეთავაზება განხორციელდება ამ კანონის მე-15 მუხლითა და 15 1 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირობების შესაბამისად, ამავე მუხლის თავისებურებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ გამოსასყიდ ფასს აუდიტორი ადგენს. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ გამოიყენება, თუ ემიტენტის მიერ გამოშვებული საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდები საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ არის დაშვებული ან მიმოქცევაშია ემიტენტის მიერ გამოშვებული სხვა საჯარო ფასიანი ქაღალდები, გარდა იმავე პუნქტით გათვალისწინებული საჯარო ფასიანი ქაღალდებისა. 5. ემიტენტმა, რომელმაც ამ მუხლის შესაბამისად დაკარგა საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსი, ეს სტატუსი შეიძლება ხელახლა მოიპოვოს საერთო წესების საფუძველზე. 6. ეს მუხლი არ გამოიყენება საინვესტიციო ფონდების მიერ გამოშვებული ერთეულების მიმართ. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან)] საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3714 – ვებგვერდი, 07.12.2023წ. თავი X გარდამავალი დებულებანი
Describe your situation — we'll help you find the right specialist.