ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ
For information only — not legal advice.
1. ამ კანონის მიზნებისთვის ანგარიშვალდებული პირები არიან : ა ) ფინანსური ინსტიტუტები : ა . ა ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება − საკრედიტო კავშირი ; ა.ბ) საპენსიო კომპანია; ა.გ) სადაზღვევო ბროკერი; ა . დ ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ; ა . ე ) კომერციული ბანკი ; ა . ვ ) მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ; ა . ზ ) საბროკერო კომპანია ; ა . თ ) საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ; ა . ი ) სადაზღვევო ორგანიზაცია ; ა . კ ) სალიზინგო კომპანია ; ა . ლ ) სესხის გამცემი სუბიექტი ; ა . მ ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ; ა.ნ) საინვესტიციო კომპანია, რომელსაც დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია; ა.ო) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი; ა.პ) მიკრობანკი; ა.ჟ) აქტივების მმართველი კომპანია; ა.რ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარი; [ ა.ს) ფაქტორინგული კომპანია; ა.ტ) ფაქტორინგული პლატფორმა; (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან) ] ბ ) არასაფინანსო საქმიანობის განმახორციელებელი პირები : ბ . ა ) ადვოკატი , საადვოკატო ბიურო ; ბ . ბ ) ლატარიის ორგანიზატორი , აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ; ბ . გ ) ნოტარიუსი ; ბ.დ) სერტიფიცირებული ბუღალტერი, პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტერი, საბუღალტრო ფირმა; ბ . ე ) აუდიტორი , აუდიტორული ( აუდიტური ) ფირმა ; ბ . ვ ) ძვირფასი ქვებით ან ლითონებით ვაჭრობის განმახორციელებელი პირი ; გ ) საჯარო დაწესებულებები : გ . ა ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ( შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ); გ . ბ ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური ( შემდგომ − შემოსავლების სამსახური ).
2. ამ კანონის მოთხოვნები ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ბ . ა “ ან „ ბ . გ “ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირზე ვრცელდება იმ შემთხვევაში , თუ ის კლიენტს უწევს შემდეგ საქმიანობასთან დაკავშირებულ მომსახურებას : ა ) უძრავი ქონების ყიდვა - გაყიდვა ან ჩუქება ; ბ) ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან სხვა ქონების მართვა; გ) საბანკო ანგარიშის, შემნახველი ანგარიშის, ფასიანი ქაღალდების ან კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ანგარიშის მართვა; დ ) იურიდიული პირის შექმნის , საქმიანობის ან მართვის მიზნებისთვის შენატანების ორგანიზება ; ე ) იურიდიული პირის , არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის ან ტრასტის ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის შექმნა , საქმიანობა ან მართვა ; ვ ) სამეწარმეო იურიდიული პირის წილის ან აქციების ყიდვა - გაყიდვა .
3. ამ კანონის მოთხოვნები არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ბ . დ “ ან „ ბ . ე “ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირზე მის მიერ კლიენტისთვის იურიდიული რჩევის მიცემის შემთხვევაში ან ადმინისტრაციულ წარმოებაში , საგამოძიებო ორგანოში , სასამართლოში ან არბიტრაჟში კლიენტის წარმომადგენლობის ან / და ასეთი წარმომადგენლობის მომზადების შემთხვევაში .
4. ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ბ . ა “, „ ბ . დ “ ან „ ბ . ე “ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფიზიკურ პირზე , რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს პროფესიულ მომსახურებას .
5. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ბ . ა “, „ ბ . დ “ ან „ ბ . ე “ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირი იმავე ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის პარტნიორია ან მისი სახელით მოქმედებს , ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება შესაბამის იურიდიულ პირზე .
6. (ამოღებულია - 30.05.2024, №4237).
7. შემოსავლების სამსახურზე ვრცელდება მხოლოდ ამ კანონის მე -10 მუხლის მე -9 პუნქტით , მე -11 მუხლის მე -7 პუნქტით , 25- ე მუხლის მე -5 პუნქტითა და 26- ე მუხლის პირველი და მე -4 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები .
8. ამ კანონის მოთხოვნები არ ვრცელდება ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურებაზე.
9. ამ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირის მიერ გადახდის ინიციირების მომსახურების მიწოდებისას მასზე ვრცელდება მხოლოდ ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელების ვალდებულება. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6812 – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1791 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2289 – ვებგვერდი, 13.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2617 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3344 – ვებგვერდი, 19.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3718 – ვებგვერდი, 07.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 30 მაისის კანონი №4237 – ვებგვერდი, 31.05.2024წ. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1460 – ვებგვერდი, 06.04.2026წ.
Closest in meaning — including in other laws
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ