ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ
Article 10. საჯარო ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში აღრიცხვა. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი
1. საჯარო ფასიანი ქაღალდი საქართველოში გამოშვებული უნდა იქნეს დემატერიალიზებული ფორმით, ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში.
2. ემიტენტი ვალდებულია საჯარო ფასიანი ქაღალდები აღრიცხოს ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში.
3. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდის ფლობასა და მიმოქცევასთან დაკავშირებული ურთიერთობები/საკითხები წესრიგდება „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
