საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ
Article 57. გემის მფლობელის პასუხისმგებლობა საქართველოს საზღვაო სივრცისა და სანაპიროს დაბინძურებისათვის
გემის მფლობელის პასუხისმგებლობა საქართველოს საზღვაო სივრცისა და სანაპიროს დაბინძურებისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 58. მიწის მასის ზღვაში ჩაყრა და ფსკერული დანალექის ზღვიდან ამოღება საქართველოს საზღვაო სივრცეში საქართველოს საზღვაო სივრცეში მიწის მასის ზღვაში ჩაყრა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით , ხოლო ფსკერული დანალექის ზღვიდან ამოღება შეიძლება განხორციელდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანხმობით , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით , სპეციალურად განსაზღვრულ რაიონებში . საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000 წ., მუხ.41 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4422 – ვებგვერდი, 17.03.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 83 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1695 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
