Article 2. ნავთობისა და გაზის რესურსებისა და ბუნებრივი წყალბადის რესურსების სამართლებრივი რეგულირება
1. საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციები, ბუნებრივი წყალბადის ოპერაციები და ნავთობის გადამუშავება, გაზის დამუშავება ან/და ტრანსპორტირების საქმიანობა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
2. ტენდერში ან აუქციონში მონაწილეობის მისაღებად შეთავაზებული ყველა პირობა და მოთხოვნა უნდა დაეფუძნოს ამ კანონსა და „წიაღის შესახებ” საქართველოს კანონს.
3. ხელშეკრულების მომზადება, ხელმოწერა და შეწყვეტა ხორციელდება ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116 საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №671 – ვებგვერდი, 16.06.2025წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
ნავთობისა და გაზის შესახებ
