საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 59^3. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების რეგულირების საფასურის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში და დადგენილი წესით გადაუხდელობა
1. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების რეგულირების საფასურის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში და დადგენილი წესით გადაუხდელობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4683 – ვებგვერდი, 01.06.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 53 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2014 წლის 1 მაისის კანონი №2354 – ვებგვერდი, 16.05.2014წ.
