სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
Article 14^9. სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები
1. სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია არ გაიცემა იმ ფიზიკურ პირზე: ა) რომელიც არ აკმაყოფილებს ამ კანონის 14 8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულმოთხოვნებს; ბ) რომელიც ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ან რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე; გ) რომლის მიმართაც სისხლის სამართლის საქმე განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე შეწყდა ხანდაზმულობის ან ამნისტიის გამო; დ) რომელიც განთავისუფლებულია საჯარო სამსახურიდან ან ნოტარიუსის თანამდებობიდან ანდა რომელსაც შეუწყდა ადვოკატთა ასოციაციის წევრობა დისციპლინური გადაცდომის, კანონის უხეში ან/და არაერთგზის დარღვევის, თანამდებობრივი მდგომარეობის მართლმსაჯულებისა და სამსახურებრივი ინტერესების საზიანოდ გამოყენების ან კორუფციული სამართალდარღვევის გამო; ე) რომლის საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად; ვ) რომელსაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაუუქმა სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია, გარდა ამ კანონის 14 14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ზ) რომელიც მოქმედი ნოტარიუსი, ადვოკატი, აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებული პირი ან აღსრულების ეროვნული ბიუროს სტაჟიორია; თ) რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამოერთვა სააღსრულებო საქმიანობის უფლება; ი) რომელსაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაუუქმა სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია ამ კანონის 14 14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით და ლიცენზიის გაუქმებიდან არ გასულა 1 წელი.
