Article 25. უარი ლიცენზიის გაცემაზე
1. სამსახური არ გასცემს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიას, თუ: ა) ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებს ამ კანონის 22-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა გამოსწორებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ; ბ) წარდგენილია არაზუსტი/არასრული დოკუმენტები ან წარდგენილ დოკუმენტებში ასახული ინფორმაცია არაზუსტია/არასრულია და სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა გამოსწორებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ; გ) ადმინისტრატორები და მნიშვნელოვანი წილის მფლობელები არ აკმაყოფილებენ ამ კანონის 22 1 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; დ) მას ლიცენზიის მისაღებად მიმართა იურიდიულმა პირმა, რომელსაც, ამ კანონის თანახმად, არა აქვს საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების უფლება; ე) ლიცენზიის მაძიებელს გაუქმებული აქვს ამავე ლიცენზირებად სფეროში მიღებული ლიცენზია და არ არის აღმოფხვრილი ლიცენზიის გაუქმების საფუძვლები; ვ) მას ლიცენზიის მისაღებად მიმართა იურიდიულმა პირმა, რომლის მნიშვნელოვანი წილის მფლობელის მიმართ მიმდინარეობს ლიკვიდაციის ან გადახდისუუნარობის/გაკოტრების საქმის წარმოება.
2. განმცხადებელს ლიცენზიის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში ეძლევა მოტივირებული პასუხი წერილობით, უარის მიზეზების მითითებით.
