სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
Article 60. ვინდიკაციების ყადაღის დადება
1. ნივთის გადაცემაზე მოთხოვნების დროს ყადაღის დადების შესახებ განკარგულებაში უნდა განისაზღვროს, რომ დავალებულმა პირმა ნივთი უნდა გადასცეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. იძულებითი ქმედება დავალებული პირის წინააღმდეგ მხოლოდ მაშინ შეიძლება განხორციელდეს, თუ კრედიტორი ნივთის გადმოცემაზე მოიპოვებს აღმასრულებელ დოკუმენტს დავალებული პირის წინააღმდეგ.
2. თუ ხდება მოძრავი ნივთის გადაცემა, მისი რეალიზაციისათვის გამოიყენება ყადაღადადებული მოძრავი ნივთების რეალიზაციის წესი.
3. თუ გადასაცემია უძრავი ნივთი, მისი რეალიზაციისათვის გამოიყენება უძრავი ქონების მიმართ აღსრულების წესი. საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 თავი XI აღსრულება უძრავ ქონებაზე
