1.ამ კოდექსის 151-ე მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით ან იმავე მუხლის 3 1 ნაწილის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქონებაზე ყადაღის დადება მის მესაკუთრეს ან მფლობელს უკრძალავს ქონების განკარგვას, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – აგრეთვე ქონებით სარგებლობას. 1 1 . ამ კოდექსის 151-ე მუხლის 3 1 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქონებაზე ყადაღის დადება მის მესაკუთრეს ან მფლობელს უკრძალავს ქონებით მხოლოდ სარგებლობას, ხოლო იმავე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ქონების მხოლოდ განკარგვას.
2.კომერციული ბანკის ლიკვიდატორი, სპეციალური მმართველი ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკრობანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია ყადაღადადებული ანგარიშები „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სხვა კომერციულ ბანკში, სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერში, სხვა მიკრობანკში ან/და საქართველოს ეროვნულ ბანკში გადაიტანოს.
3.„დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ლიკვიდატორი ან სპეციალური მმართველი უფლებამოსილია ყადაღადადებული ფასიანი ქაღალდების ანგარიშები უცვლელად გადაიტანოს სხვა ანგარიშის მწარმოებელთან ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ფინანსურ ინსტიტუტში. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1902 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5660 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1805 - ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2022 წლის 23 სექტემბრის კანონი №1854 – ვებგვერდი, 28.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2619 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3725 – ვებგვერდი, 07.12.2023წ. მუხლი 153. ქონება, რომელსაც არ შეიძლება ყადაღა დაედოს 1. არ შეიძლება ყადაღა დაედოს პირისთვის საჭირო კვების პროდუქტებს, სათბობს, პროფესიული საქმიანობის ინვენტარს და სხვა საგნებს, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის ნორმალურ სასიცოცხლო პირობებს, აგრეთვე „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფინანსურ გირავნობას (ფინანსური გირავნობის საგანს), „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალ აქტივებს და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემის მონაწილის ანგარიშსწორების ანგარიშს.
2.საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე არ შეიძლება ყადაღა დაედოს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ქონებას და მასში არსებულ საბანკო ანგარიშებს, ხოლო ყადაღადადებულ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე ყადაღის მოქმედება უნდა შეჩერდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვაში მითითებული ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს. მოსამართლე განჩინებას გამოიტანს საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვიდან 24 საათის განმავლობაში. თუ რეზოლუციის რეჟიმი განჩინებაში განსაზღვრულ ვადაზე ადრე დასრულდება, საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია ამის შესახებ შეატყობი ნოს სასამართლოს, რომელიც გააუქმებს შეჩერების შესახებ განჩინების მოქმედებას.
3.არ შეიძლება ყადაღა დაედოს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 2 1 მუხლის 4 2 პუნქტით გათვალისწინებულ საპენსიო აქტივებს, თუ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოთხოვნილია იმავე პუნქტში მითითებული შესაბამისი კანონით განსაზღვრული სუბიექტის მიმართ არსებული სადავო მოთხოვნიდან გამომდინარე. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6314 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5660 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5684 – ვებგვერდი, 31.12.2 019წ. საქართველოს 2022 წლის 29 ნოემბრის კანონი №2118 – ვებგვერდი, 16.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3351 – ვებგვერდი, 19.07.2023წ.





