სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
Article 64. იძულებითი იპოთეკის გამოყენება
Consolidation №129 Verified against the current consolidation · 17 Dec 2025
1. იძულებითი იპოთეკის შეტანა რეესტრში ხდება კრედიტორის განცხადების საფუძველზე. იძულებითი იპოთეკა იწყება რეგისტრაციით. უძრავი ქონება ასევე წარმოადგენს რეგისტრაციის ხარჯების გარანტიას, რომელიც ეკისრება მოვალეს.
2. თუ იძულებითი იპოთეკით იტვირთება მოვალის რამდენიმე უძრავი ქონება, მაშინ მოთხოვნის თანხა უნდა განაწილდეს შესაბამის უძრავ ქონებაზე. განაწილების მოცულობას განსაზღვრავს კრედიტორი. საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
