სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
Article 90^13. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII 13 თავით გათვალისწინებული პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანების აღსრულება
1. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის მიზნით იგი შესაბამის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში თავსდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII 13 თავით გათვალისწინებული პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე.
2. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის მიზნით მას შესაბამის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში ათავსებს აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII 13 თავით გათვალისწინებული პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანებაში მითითებული მონაცემების საფუძველზე.
3. თუ პაციენტი არ დაემორჩილება აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნას, აღსრულების ეროვნული ბიურო დახმარებისათვის აღსრულების პოლიციას მიმართავს.
4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII 13 თავით გათვალისწინებული პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებული ცალკეული ღონისძიებები ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4632 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.
