1.სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის გადახდევინების მიზნით იძულებითი აღსრულება ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით, სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული, სპეციალურ დაცულ სადგომზე მდგომი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის სარეალიზაციოდ მიქცევით. მოვალის მიმართ გამოყენებული არ იქნება ამ კანონით დადგენილი სხვა შეზღუდვები.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასური გადახდილად მიიჩნევა აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ იმავე პუნქტით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა აღნიშნული საფასურის გადასახდელად საკმარისი არ არის.
3.თუ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის მესაკუთრე/კანონიერი მფლობელი ვერ დგინდება, სააღსრულებო ფურცელი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის სარეალიზაციოდ მისაქცევად გამოიცემა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონის 7 1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის გარეშე. თუ სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა გადააჭარბებს აღსრულების საფასურის, აღსრულების ხარჯისა და სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი მისაბმელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და დგომის საფასურის ოდენობას, ნამეტი თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს გადაეცემა. საქართველოს 2021 წლის 9 ივნისის კანონი №616 – ვებგვერდი,14.06.2021წ.

