Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
1.დისტრიბუტორის მიერ ბაზარზე ისეთი პროდუქტის განთავსება, რომლის მწარმოებელიც არ არის რეგისტრირებული მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონულ რეესტრში ან/და არ არის მგვ-ის ორგანიზაციის წევრი ან ინდივიდუალურად არ აქვს შექმნილი მგვ-ის ორგანიზაცია, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 1 1 . მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის დისტრიბუტორის მიერ შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
2.მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის მწარმოებლის მიერ საქმიანობის კოლექტიურად შექმნილ მგვ-ის ორგანიზაციაში გაწევრების ან მგვ-ის ორგანიზაციის ინდივიდუალურად შექმნის გარეშე განხორციელება − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
3.მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის მწარმოებლის მიერ საქმიანობის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონულ რეესტრში რეგისტრაციის გარეშე განხორციელება − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 3 1 . მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის მწარმოებლის მიერ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის შესახებ ანგარიშგებასთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა, მათ შორის, არასწორი/არასრული ინფორმაციის წარდგენა ან რეგისტრაციის პირობების დარღვევა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
4.მგვ-ის ორგანიზაციის მიერ მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტებით აღრიცხვისა და ანგარიშგების მიმართ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა, მათ შორის, სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ წლიურ ანგარიშში არასწორი/არასრული ინფორმაციის მითითება, − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
5.მგვ-ის ორგანიზაციის მიერ რეგისტრაციის წესების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 7 000 ლარის ოდენობით.
6.მგვ-ის ორგანიზაციის მიერ სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნის შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 7 000 ლარის ოდენობით.
7.მგვ-ის ორგანიზაციის მიერ საქმიანობის ავტორიზაციის გარეშე განხორციელება − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
8.მგვ-ის ორგანიზაციის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეთანხმებული სამოქმედო გეგმის უქონლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
9.მგვ-ის ორგანიზაციის მიერ ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი ნარჩენების შეგროვების, აღდგენის (რეგენერაციის) და რეციკლირების წლიური მიზნობრივი მაჩვენებლების მიუღწევლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
10.მგვ-ის ორგანიზაციის მიერ მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა, გარდა ამ მუხლის პირველი−მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4041 – ვებგვერდი, 06.03.2024წ. საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1552 – ვებგვერდი, 30.04.2026წ
1. დისტრიბუტორის მიერ ბაზარზე ისეთი პროდუქტის განთავსება, რომლის მწარმოებელიც არ არის რეგისტრირებული მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონულ რეესტრში ან/და არ არის მგვ-ის ორგანიზაციის წევრი ან ინდივიდუალურად არ აქვს შექმნილი მგვ-ის ორგანიზაცია, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
2. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის მწარმოებლის მიერ საქმიანობის კოლექტიურად შექმნილ მგვ-ის ორგანიზაციაში გაწევრების ან მგვ-ის ორგანიზაციის ინდივიდუალურად შექმნის გარეშე განხორციელება −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
3. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის მწარმოებლის მიერ საქმიანობის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონულ რეესტრში რეგისტრაციის გარეშე განხორციელება ან რეგისტრაციის წესების დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
4. მგვ-ის ორგანიზაციის მიერ მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტებით აღრიცხვასა და ანგარიშგებასთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
5. მგვ-ის ორგანიზაციის მიერ რეგისტრაციის წესების დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 7 000 ლარის ოდენობით.
6. მგვ-ის ორგანიზაციის მიერ სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნის შეუსრულებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 7 000 ლარის ოდენობით.
7. მგვ-ის ორგანიზაციის მიერ საქმიანობის ავტორიზაციის გარეშე განხორციელება −
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
8. მგვ-ის ორგანიზაციის მიერ შეთანხმებული სამოქმედო გეგმის უქონლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
9. მგვ-ის ორგანიზაციის მიერ ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი ნარჩენების შეგროვების, აღდგენის (რეგენერაციის) და რეციკლირების წლიური მიზნობრივი მაჩვენებლების მიუღწევლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4041 – ვებგვერდი, 06.03.2024წ.
The amendments this article has been through
amended (waste-management consequential change)
amending act №6850737These lawyers work in the legal area related to this article.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ