სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
Article 91^2. ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოების ზოგადი პრინციპები
1. აღსრულების ეროვნული ბიურო ამ თავით დადგენილი წესით ახორციელებს გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით.
2. გამარტივებული წარმოება არ დაიშვება, თუ მოთხოვნის წამოყენება დამოკიდებულია ჯერ კიდევ შეუსრულებელ საპასუხო ვალდებულებაზე.
3. გამარტივებული წარმოება აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიშვება მაშინაც, როდესაც მხარეებს ხელშეკრულებით განსაზღვრული ჰქონდათ დავის განხილვისა და გადაწყვეტის განსხვავებული წესები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულია დავის არბიტრაჟის მიერ განხილვა. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.
