სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
Article 91^12. განცხადების გახმობა
1. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემამდე, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე ან მორიგების პირობების დამტკიცებამდე აპლიკანტს უფლება აქვს, გაიხმოს თავისი განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილი განცხადებით.
2. რესპონდენტისათვის შეტყობინების ჩაბარების შემდეგ განცხადების გახმობის შემთხვევაში აპლიკანტს დაუბრუნდება წინასწარ შეტანილი საგარანტიო თანხის ნახევარი, ხოლო რესპონდენტისათვის შეტყობინების ჩაბარებამდე განცხადების გახმობის შემთხვევაში აპლიკანტს სრულად დაუბრუნდება წინასწარ შეტანილი საგარანტიო თანხა.
3. განცხადების გახმობის შემთხვევაში აპლიკანტს დაუბრუნდება ყადაღის დადებისათვის გადახდილი საფასური, თუ ამ დროისათვის მარეგისტრირებელ ორგანოში არ განხორციელებულა ყადაღის რეგისტრაცია. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ. თავი XVI 2 ფაქტების კონსტატაცია საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.
