1.ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება შეწყდება, თუ: ა) შესრულდა ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული კონკრეტული ამოცანა; ბ) დადგინდა გარემოებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული კონკრეტული ამოცანის შესრულება ობიექტურად შეუძლებელია; გ) დადგინდა კონკრეტული გარემოებები, რომლებიც გამორიცხავს შესამოწმებელი პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის საფუძველს; დ) გავიდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადა.
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ
Article 10. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შეწყვეტა
Consolidation №59 Verified against the current consolidation · 25 Jun 2026
