1.ელექტრონული თვალთვალის ღონისძიება წყდება, თუ: ა) შესრულდა ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შესახებ ზედამხედველი მოსამართლის ბრძანებით გათვალისწინებული კონკრეტული ამოცანა; ბ) დადგინდა გარემოებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შესახებ ზედამხედველი მოსამართლის ბრძანებით გათვალისწინებული კონკრეტული ამოცანის შესრულება ობიექტურად შეუძლებელია ან ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელებას კონტრდაზვერვითი ინფორმაციის მოპოვებისთვის არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს; გ) გავიდა ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების ვადა.
კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ
