1.პროფესიული თეატრის დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები; ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრები; გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების სახსრები; დ) დამფუძნებელთა კერძო საწესდებო ფონდი და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახსრები; ე) უცხოური ინვესტიციები; ვ) ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების შემოწირულებანი; ზ) კერძო შემოწირულებანი; თ) ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი; ი) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
