Article 24. სოციალური დახმარების დაფინანსების წყაროები
1. სოციალური დახმარების დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი; ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები; გ) მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები; დ) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის მიერ გადახდილი თანხა; ე) შემოწირულებები; ვ) სხვა წყაროები, რომლებიც დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით.
2. ფულადი სოციალური დახმარების დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.
3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების შესაბამისი ორგანოები უფლებამოსილი არიან, ამ კანონით განსაზღვრული სოციალური დახმარების სახეების შესაბამისად, დამატებით დააფინანსონ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ამავე კანონით განსაზღვრული სოციალური დახმარებები. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6889 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. თავი VII. გარდამავალი დებულებანი მუხლი 25. (ამოღებულია) საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №884 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.288 საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2386-სსმI, №50, 31.12.2009წ., მუხ.403
