Article 8^3. (ამოღებულია
საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1627 - ვებგვერდი, 03.12.2013წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3271 – ვებგვერდი, 31.07.2018წ. მუხლი 8 4 . საქართველოს კულტურის სამინისტროს კომპეტენცია სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი განათლების სფეროში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის საქართველოს კულტურის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონით დადგენილი წესით: ა) სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ და მის მიერ განსახორციელებელი საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალს; ბ) სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდება მტკიცდება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად; გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო კონტროლს; დ) პასუხისმგებელია საქართველოს ნორმატიული აქტების შესრულებისთვის; ე) უზრუნველყოფს სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამულ დაფინანსებას; ვ) მონაწილეობს სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პირობების შემუშავებაში. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3826 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №84 - ვებგვერდი, 28.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 16.12.2025წ. მუხლი 8 5 . საქართველოს სპორტის სამინისტროს კომპეტენცია სასპორტო უმაღლესი განათლების სფეროში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის საქართველოს სპორტის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონით დადგენილი წესით: ა) სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინადადებებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ და მის მიერ განსახორციელებელი საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალს; ბ) სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდება მტკიცდება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად; გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო კონტროლს; დ) პასუხისმგებელია საქართველოს ნორმატიული აქტების შესრულებისთვის; ე) უზრუნველყოფს სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამულ დაფინანსებას; ვ) მონაწილეობს სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პირობების შემუშავებაში. საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №84 - ვებგვერდი, 28.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 16.12.2025წ. მუხლი 8 6 . საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენცია საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის 1. საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო: ა) სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, ამტკიცებს საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებული სტრუქტურა, სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და მართვის ორგანოები, აგრეთვე დადგინდეს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დაკომპლექტებისა და რექტორის თანამდებობის დაკავების განსხვავებული წესები; ბ) პასუხისმგებელია საპოლიციო განათლების სფეროში საქართველოს ნორმატიული აქტების შესრულებისთვის; გ) უზრუნველყოფს საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამულ დაფინანსებას ან/და ახორციელებს მისგან მომსახურების შესყიდვას; დ) მონაწილეობს საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პირობების შემუშავებაში.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
უმაღლესი განათლების შესახებ
