1.ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მისი რეგულირების სფეროში შემავალ ყველა საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, მათი შექმნის დროის მიუხედავად.
2.ამ კანონისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის მარეგულირებელი სპეციალური კანონის ნორმებს შორის კოლიზ იის შემთხვევაში გამოიყენება სპეციალური კანონის ნორმები. 2 1 . ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ან სხვა თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიმართ გამოიყენება ამ კანონის ნორმები, თუ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ან სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
