საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ
Article 11^1. კონტროლი ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდი ულ პირზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე კონტროლს ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, რომელიც სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რომელიც ამ კანონის შესაბამისად აქვს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №542-სსმI, №34, 04.12.2008წ., მუხ221 საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1974 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6959 - ვებგვერდი, 28.07.2020წ. მუხლი 11 2 . თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის კონტროლი თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის კონტროლს ახორციელებს თვითმმართველი ქალაქის მერი, რომელიც სარგებლობს ყველა უფლებით, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად აქვს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. საქართველოს 2026 წლის 27 მაისის კანონი №1583 – ვებგვერდი, 29.05.2026წ.
