ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
Article 161. სამართლებრივი აქტების მოქმედება გარდამავალ პერიოდში
1. ამ კანონის 151-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 152-ე მუხლის საფუძველზე შექმნილი მუნიციპალიტეტების ორგანოების მიერ შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღებამდე ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ტერიტორიებზე მოქმედებს იმ თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომელთა გაყოფის შედეგადაც შეიქმნა ახალი მუნიციპალიტეტები.
2. ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღებამდე იურიდიულ ძალას ინარჩუნებს ქალაქ თბილისის მერისა და ქალაქ თბილისის მთავრობის ნორმატიული აქტები.
