1.გათავისუფლდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან ის პირები, რომლებიც ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი ან მსჯავრდებული არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ.
209)124-ე, 128-ე, 129-ე, 191-ე, 193-ე, 195-ე, 196-ე, 203-ე, 204 1 , 207-ე, 211-ე, 213-ე, 216-ე, 219-ე, 221-ე, 243-ე, 259-ე, 279-ე, 301-ე, 303-ე, 305-ე, 344-ე, 344 1 , 347-ე, 357-ე, 360-ე, 361-ე, 384-ე, 385-ე, 386-ე, 387-ე მუხლებით, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 188-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-200 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 239-ე მუხლის პირველი ნაწილით, 246-ე მუხლის პირველი ნაწილით, 276-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 284-ე მუხლის პირველი ნაწილით, 304-ე მუხლის პირველი ნაწილით .
2.გათავისუფლდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან ის პირები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის არასრულწლოვნები იყვნენ და ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი ან მსჯავრდებული არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 178-ე მუხლის პირველი ნაწილით.
3.წინასწარი გამოძიება არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული წინასწარი გამოძიება უნდა შეწყდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე, იმ შემთხვევაშიც, თუ არ არის დადგენილი დანაშაულის ჩამდენი პირი . მუხლი 2 1. გაუნახევრდეთ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, 182-ე მუხლის პირველი ნაწილით, 197-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 200 1 მუხლის პირველი ნაწილით, 200 2 მუხლის პირველი ნაწილით, 220-ე მუხლით, 272-ე მუხლის პირველი ნაწილით, 273-ე მუხლით, 276-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, 363-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებულ პირებს, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებულ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო შეძენა, შენახვა ან გადაზიდვა, 261-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით მსჯავრდებულ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა ან გადაზიდვა.




