Closest in meaning — including in other laws
ამნისტიის შესახებ
Always up-to-date legal framework
1.გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით, 124-ე მუხლით, 152-ე მუხლით, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, 186-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღებისა), 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, 197 1 მუხლით, 203-ე მუხლის პირველი, მე-4 ან მე-5 ნაწილით, 207 2 მუხლით, 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, 220 1 მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, 238-ე მუხლით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), 238 1 მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ცივი იარაღის ტარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის ანდა იმ პირის მიერ, რომლის მიმართაც გამოცემულია დამცავი ან შემაკავებელი ორდერი (ამ ორდერის მოქმედების პერიოდში), ცივი იარაღის ტარებისა), 239-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა), 261-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო წარმოებისა) ან მე-2 ნაწილით (გარდა ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო წარმოებისა), 265-ე მუხლის პირველი ნაწილით, 271-ე მუხლის პირველი ნაწილით, 273-ე მუხლით, 273 1 მუხლის პირველი−მე-5 ნაწილებით, 281-ე მუხლის პირველი ნაწილით, 287 1 მუხლის პირველი ნაწილით, მე-300 მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით, 301-ე მუხლის პირველი ნაწილით, 356-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით, 388-ე მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით, 389-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 398-ე მუხლით.
2.გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა), 126-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით, 1 1 ნაწილის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით, 1 2 ნაწილით (გარდა სისტემატური ცემისა) ან მე-2 ნაწილის (გარდა სისტემატური ცემისა) „ა“ ან „ლ“ ქვეპუნქტით, 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 178-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით, 180-ე მუხლის პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის პირველი ნაწილით, 185-ე მუხლის პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 188-ე მუხლის პირველი ნაწილით, 192-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ამ დანაშაულის იურიდიული პირის მიერ ჩადენის შემთხვევისა), 193-ე მუხლით, 196-ე მუხლით, 204 1 მუხლით, 208-ე მუხლით, 219-ე მუხლის პირველი ნაწილით, 220 1 მუხლის მე-2 ნაწილით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ დანაშაულმა გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა), 240-ე მუხლის პირველი ნაწილით, 240 1 მუხლის პირველი ნაწილით, 243-ე მუხლის პირველი ნაწილით, 276-ე მუხლის მე-2 ან მე-4 ნაწილით, 277-ე მუხლის პირველი ნაწილით, 278-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
These lawyers work in the legal area related to this article.