1.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მცველს უფლება აქვს: ა) აწარმოოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი ობიექტისა და მიმდებარე ტერიტორიის ვიდეო- და ფოტოგადაღება, გამოიყენოს ტექნიკური საშუალებები, თუ აღნიშნული ღონისძიებები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას (თუკი არსებობს დამკვეთისა და დაცვითი ორგანიზაციის წინასწარი წერილობითი თანხმობა); ბ) ობიექტზე უნებართვოდ მყოფ პირს მოსთხოვოს მისი დატოვება; გ) მოსთხოვოს პირს კანონსაწინააღმდეგო ქმედების შეწყვეტა და დაცვის ობიექტზე დადგენილი წესრიგის/რეჟიმის დაცვა, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს აღნიშნული ობიექტიდან მისი გაძევება; დ) შეიპყროს დანაშაულის ჩამდენი პირი და დაუყოვნებლივ გადასცეს იგი შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს; ე) არ შეასრულოს დამკვეთის ან/და დაცვითი ორგანიზაციის ისეთი დავალება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ამ კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტში და მე-12 მუხლში მითითებულ მოთხოვნებს; ვ) გამოიყენოს ამ კანონით გათვალისწინებული იარაღი, სპეციალური საშუალებები და ფიზიკური იძულება; ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ისეთი ქმედებები, რომლებიც აუცილებელია დაცვის ობიექტის უსაფრთხოებისათვის.
კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ
