Article 3. ობიექტების გეგმური ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობის განსაზღვრა
1. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტებისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი ამტკიცებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ტექნიკური ინსპექტირების განხორციელების გეგმას რისკის კატეგორიებისა და გეგმური ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობის გათვალისწინებით.
2. ობიექტის გეგმური ტექნიკური ინსპექტირების ვადა აითვლება ბოლო ტექნიკური ინსპექტირების განხორციელების შემდეგ.
3. ჰიდროენერგეტიკული ნაგებობების (ხელოვნური წყალსატევები, კაშხლები, სარეგულაციო ნაგებობები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები), რომელთა წყალსაცავის წყლის მასის პოტენციური ენერგია შეადგენს 0,005×10 13 -დან – 1×10 13 -მდე ჯოულს გეგმური ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ყოველ მეხუთე წელს.
4. ობიექტების: საქვაბე დანადგარი, წნევაზე მომუშავე ჭურჭელი, საშიში ნარჩენების ნაგავსაყრელი ან/და ტერაკონი და სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელი, გეგმური ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ყოველ მეოთხე წელს.
