ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას უფლება აქვს: ა) ამ კანონითა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდებით განსაზღვრული ამოცანების განსახორციელებლად გააფორმოს ხელშეკრულებები მესამე პირებთან; ბ) შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება; გ) დადგენილი წესით: გ.ა) იჯარით გასცეს, გააქირაოს, გაცვალოს, გაასხვისოს ან ჩამოწეროს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო მოძრავი ქონება; გ.ბ) იჯარით გასცეს, გააქირაოს ან გაასხვისოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო უძრავი ქონება (საკუთრება); დ) დააზღვიოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება; ე) ისარგებლოს საბანკო კრედიტით; ვ) განახორციელოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდებით განსაზღვრული სხვა ქმედებები, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ
Article 18. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის უფლებები
Consolidation №3 Verified against the current consolidation · 15 Jul 2020
Topics:Property Registration





