1.დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების თითოეული ვადა დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელისათვის და გენერალური კონსულისათვის არის 4 წელი, ხოლო დიპლომატიური თანამდებობის ყველა სხვა პირისათვის – 3 წელი.
2.ადმინისტრაციული პერსონალისათვის როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაა 3 წელი. 2 1 . განსაკუთრებულ შემთხვევაში , მინისტრის გადაწყვეტილებით , დიპლომატიური თანამდებობის პირი / ადმინისტრაციული პერსონალი როტაციის წესით სამუშაო მივლინებით შეიძლება წარიგზავნოს 2 წლამდე ვადით . 2 2 . (ამოღებულია - 14.05.2025, №582).
