Article 24. ნოტარიუსის შენაცვლება
1. ნოტარიუსი უფლებამოსილია სამუშაოზე არყოფნის დროისათვის , საქართველოს ნოტარიუსთა პალატასთან შეთანხმებით , დანიშნოს მისი შემცვლელი პირი . ნოტარიუსის შენაცვლების საერთო ვადა კალენდარული წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 30 სამუშაო დღეს , გარდა ამ მუხლის მე -2 და მე - 3 პუნქტებით გათვალი ს წინებული შემთხვევებისა . საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ან ნოტარიატის საერთაშორისო გაერთიანებების მმართველობის ორგანოებში არჩეულმა / მივლინებულმა ნოტარიუსმა სამსახურებრივ ი მივლინების დროს შეიძლება დანიშნოს მისი შემცვლელი პირი კალენდარული წლის განმავლობაში დამატებით არა უმეტეს 30 სამუშაო დღის ვადით.
2. ნოტარიუსი უფლებამოსილია ორსულობის , მშობიარობის , ახალშობილის შვილად აყვანის ან ბავშვის მოვლის გამო ნოტარიუსის შემცვლელი პირის უფლებამოსილების ვადა განსაზღვროს კალენდარული წლის განმავლობაში 30 სამუშაო დღეზე მეტი ვადით , მაგრამ არა უმეტეს 90 სამუშაო დღისა , რის შესახებაც შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას .
3. განსაკუთრებულ შემთხვევაში ( ნოტარიუსის მძიმე ავადმყოფობა , კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლებლად გამგზავრება და სხვ ა ) იუსტიციის სამინისტროს თანხმობით შესაძლებელია დაინიშნოს ნოტარიუსის შემცვლელი პირი არა უმეტეს 4 თვის ვადით .
4 . ნოტარიუსს ეკრძალება სანოტარო მოქმედებათა შესრულება იმ პერიოდში , როცა სამსახურებრივ საქმიანობას მისი შემცვლელი პირი ახორციელებს .
5. ნოტარიუსი ვალდებულია მის შემცვლელ პირთან გააფორმოს ხელშეკრულება . ხელშეკრულების ასლი წარედგინება საქართველოს ნოტარიუსთა პალატას . ნოტარიუსი ვალდებულია ნოტარიუსის შემცვლელი პირის დანიშვნის თაობაზე მიღებული დადგენილება შეიტანოს ელექტრონულ სანოტარო რეესტრში .
6. ნოტარიუსის შემცვლელად შეიძლება დაინიშნოს პირი , რომელსაც ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა .
7. ნოტარიუსის შემცვლელი პირი თავის სამსახურებრივ საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით .
8. ნოტარიუსის შემცვლელი პირი სამსახურებრივ უფლებებსა და მოვალეობებს იძენს ნოტარიუსის შემცვლელად დანიშვნის დღიდან და ეს უფლებები და მოვალეობები წყდება მისი ამ თანამდებობიდან გათავისუფლებისას .
9. ნოტარიუსის შემცვლელი პირი სანოტარო მოქმედებათა შესრულებისას იყენებს იმ ნოტარიუსის სამსახურებრივ ბეჭედსა და ელექტრონულ სანოტარო რეესტრს , რომელსაც იგი ცვლის . საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5573 – ვებგვერდი, 28.12.2011წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
