1.ამ კანონის დებულებები ვრცელდება სამინისტროს სისტემის ყველა თანამდებობის პირზე, მათი დანიშვნის თარიღის მიუხედავად.
2.ამ კანონის ამოქმედებისათვის დიპლომატიურ თანამდებობის პირებთან გათანაბრებული პირები ჩაირიცხებიან დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში.
3.ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით: ა) საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 33-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დადგენილებების მიღება; ბ) ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში დაადგინოს საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოხელეების ნუსხა, რომლებიც უნდა ჩაირიცხონ დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში; გ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოს შემდეგი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა: გ.ა) (ამოღებულია). გ.ბ) „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“; გ.გ) „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის შესახებ“; გ.დ) „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“; გ.ე) „დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის შესახებ“; გ.ვ) (ამოღებულია). დ) (ამოღებულია).
