Article 25. ადგილის დატოვების მოთხოვნა და კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა
1. პოლიციელი უფლებამოსილია პირს მოსთხოვოს გარკვეული ადგილის განსაზღვრული დროით დატოვება ან აუკრძალოს მას კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლა, თუ ეს აუცილებელია საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული შეზღუდვა შესაძლებელია გაგრძელდეს საფრთხის აღმოფხვრამდე.
3. ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება არ უნდა იწვევდეს პირის უფლების ხანგრძლივ შეზღუდვას, ისარგებლოს საკუთარი საცხოვრებელი ადგილით.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
