Article 26. პირის ან სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების ან ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვა
1. პოლიცია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დროებით შეზღუდოს პირის გადაადგილება: ა) თუ პირი თავისი ქმედებით საფრთხეს უქმნის საკუთარ ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას; ბ) პირის მიერ ამ კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში; გ) დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის თავიდან აცილების მიზნით.
2. პოლიცია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დროებით შეზღუდოს ნივთის ფაქტობრივი ფლობა ან სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, თუ იგი პირმა შეიძლება გამოიყენოს საკუთარი ან სხვისი სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის ხელყოფისათვის ან სხვისი ნივთის დაზიანებისათვის.
3. ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვა ხორციელდება ნივთის ფაქტობრივი მფლობელისათვის ჩამორთმევით, მისი გადატანა-გადაზიდვის ან სხვაგვარი შეზღუდვით.
4. პირის გადაადგილებისა და ნივთის გადატანა-გადაზიდვის დროებითი შეზღუდვა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, თუ აღარ არსებობს ამ ღონისძიების განხორციელების საფუძველი.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
