Article 37. სამსახურში მიღების წესი
1. პოლიციაში სამუშაოდ მიიღება 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და რომელსაც თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლია შეასრულოს პოლიციელის ფუნქციები.
2. პოლიციაში სამუშაოდ მისაღებ კანდიდატს შეარჩევენ სამინისტროს საკადრო დანაყოფი და სპეციალური კომისია, რომლებიც ამოწმებენ კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ფიზიკურ მომზადებას, განათლებასა და საქმიან თვისებებს.
3. პოლიციაში ცალკეულ თანამდებობებზე მისაღები კანდიდატები სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში (შემდგომ – პოლიციის აკადემია) გადიან სპეციალური მომზადების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამას ან კურსს პოლიციაში სამუშაოდ მიღებამდე ან მიღების შემდეგ. 3 1 . სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირისა და სამინისტროს სისტემაში მისაღები კანდიდატის, სტაჟიორის, პრაქტიკანტის დაქტილოსკოპირება სავალდებულოა. დაქტილოსკოპიური მონაცემების აღებისა და შენახვის წესი დგინდება მინისტრის ბრძანებით.
4. პოლიციაში სამუშაოდ პირი, როგორც წესი, მიღებული უნდა იქნეს სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად. სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე პოლიციაში სამუშაოდ პირის მიღების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
5. სამსახურში მიღების/დანიშვნის ან სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის შესახებ სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით. აღნიშნული წესით გამოცემული სამართლებრივი აქტი ჩაბარებულად ითვლება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში იმ პირის მისამართზე გაგზავნის მომენტიდან, რომელსაც უშუალოდ შეეხება სამსახურში მიღების/დანიშვნის ან სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის (მათ შორის, თანამდებობიდან გადაყენების) შესახებ სამართლებრივი აქტი. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №174 - ვებგვერდი, 29.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 06.03.2025წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1208 – ვებგვერდი, 17.12.2025წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
პოლიციის შესახებ
