1.პოლიციას უფლება აქვს, გასაუბრების მიზნით შეტყობინებით მოიწვიოს პირი პოლიციაში, თუ: ა) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს აქვს საჭირო ინფორმაცია, რომელიც პოლიციას თავისი ფუნქციის შესრულებაში დაეხმარება; ბ) ეს აუცილებელია სხვა პირის იდენტიფიკაციის ღონისძიებების განსახორციელებლად.
