1.პოლიციის აკადემიის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამაზე (შემდგომ – საპოლიციო საბაკალავრო პროგრამა) მიიღება პირი, რომელიც აკმაყოფილებს მინისტრის ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებს და გაივლის ამ კანონის 37 1 მუხლით გათვალისწინებულ შემოწმებას. საპოლიციო საბაკალავრო პროგრამაზე პირის მისაღებად შეიძლება დაწესდეს აგრეთვე დამატებითი მოთხოვნა − ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება.
