Article 37^2. პოლიციელის, სამინისტროს სხვა მოსამსახურის, სამინისტროს სისტემაში სამუშაოდ მისაღები კანდიდატისა და დასაქმებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბა
1. სამინისტროს სისტემაში სამუშაოდ მისაღები კანდიდატისა და დასაქმებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის სამსახურებრივი საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება შემოწმდეს, მათ შორის, ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით.
2. პოლიციელისა და სამინისტროს სხვა მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად სამინისტრო უფლებამოსილია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით გადაამოწმოს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით გადამოწმებული მონაცემების საფუძველზე პოლიციელსა და სამინისტროს სხვა მოსამსახურესთან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერებისა და მათი სამსახურიდან დათხოვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1149 – ვებგვერდი, 15.12.2025წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
