Article 51^1. სამინისტროს სისტემის მოსამსახურისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მათ შორის, ამ კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას, სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში მას სამინისტროში შექმნილი შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს ანაზღაურებადი შვებულება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომლის დროსაც სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ჯანმრთელობის დაცვასთან (მათ შორის, მის რეაბილიტაციასთან), მისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებასთან, საჭიროების შემთხვევაში − მის ტრანსპორტირებასთან, მისი მოვლის უზრუნველყოფასა და სხვა საჭიროებებთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულების ხანგრძლივობა განისაზღვრება სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ჯანმრთელობის/სხეულის დაზიანების სიმძიმის ან დაავადების ხასიათის გათვალისწინებით და ის 1 წელს არ უნდა აღემატებოდეს. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს სამინისტროში შექმნილი შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე, მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით/ვადით. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულების დროს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს აუნაზღაურდება ფულადი სარგო და დანამატი.
2. სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ანაზღაურებადი შვებულება, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, შეიძლება მიეცეს 4 თვის ვადით და ის დაავადების ხასიათის გათვალისწინებით, სამედიცინო დასკვნის საფუძველზე შესაძლებელია გაგრძელდეს მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულების დროს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს აუნაზღაურდება ფულადი სარგო და დანამატი.
3. ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური გარანტიები მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში შეიძლება გავრცელდეს: ა) სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ოჯახის წევრზე; ბ) შრომისუუნარობის გამო სამინისტროდან/სამინისტროს სისტემიდან გათავისუფლებულ/დათხოვნილ პირზე.
4. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ან/და მისი ოჯახის წევრის, შრომისუუნარობის გამო სამინისტროდან/სამინისტროს სისტემიდან გათავისუფლებული/დათხოვნილი პირის ჯანმრთელობის დაცვასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულებასთან, მისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებასა და შესაბამისი ხარჯების ანაზღაურების წესთან, დაფინანსების მეთოდოლოგიასთან, მატერიალური დახმარების გაცემასა და მისი მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრასთან, მის მიერ სამედიცინო დახმარების გაწევის მოთხოვნასა და ამ მოთხოვნის განხილვის წესთან დაკავშირებული საკითხები. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1272 - ვებგვერდი, 22.12.2025წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
პოლიციის შესახებ
