Article 43. პოლიციის კადრების მომზადება
1. სამინისტრო უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირების პროფესიულ განვითარებას, მათ შორის, სპეციალური პროფესიული მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას.
2. სამინისტროს კადრების სპეციალურ პროფესიულ მომზადებას, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას ახორციელებს პოლიციის აკადემია.
3. პოლიციის აკადემია სამართლებრივი და პროფესიული კომპეტენციების მქონე პოლიციის კადრების მოსამზადებლად ახორციელებს საპოლიციო უმაღლეს აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებს.
4. საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში შეიძლება დაუწესდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გაუთვალისწინებელი შეზღუდვები.
5. პოლიციის აკადემია უფლებამოსილია განახორციელოს აგრეთვე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ფუნქციის შემსრულებელი სხვა სახელმწიფო ორგანოების, ასევე საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.
6. პოლიციის აკადემიის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტის ჩარიცხვის (მიღების) და სწავლების, მის მიერ პრაქტიკის გავლის, მისი მობილობის, მისთვის სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი, აგრეთვე საპოლიციო უმაღლესი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2367 - ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3922 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3270 – ვებგვერდი, 31.07.2018წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1208 – ვებგვერდი, 17.12.2025წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
