1.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მეხანძრე-მაშველთა მიერ საბაზისო სპეციალური პროფესიული განათლების მიღებას უზრუნველყოფს, აგრეთვე მოსამსახურეთა მომზადებას, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას ახორციელებს სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის მეშვეობით. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უფლებამოსილია მოსამსახურეთა მომზადება ან/და გადამზადება განახორციელოს ასევე სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან ან კერძო სამართლის იურიდიულ პირთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ
