Article 47. პოლიციელის ფორმის ტანსაცმელი
Consolidation №45 Verified against the current consolidation · 17 Mar 2026
1. პოლიციელი ატარებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ტანსაცმელს.
2. პოლიციელს თავისი უფლებამოსილების დასადასტურებლად ეძლევა პირადობის მოწმობა ან/და სპეციალური ჟეტონი.
3. პოლიციელის ფორმის ტანსაცმლის ნიმუშს ამტკიცებს მინისტრი.
4. პოლიციელის პირადობის მოწმობის ნიმუშს ან/და სპეციალური ჟეტონის ნიმუშს ამტკიცებს მინისტრი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 2019 წლის 22 თებერვლის კანონი №4321 – ვებგვერდი, 07.03.2019წ. თავი VII პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვა
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
პოლიციის შესახებ
