„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“
Article 10. სოციალური გარანტიები
1. სპეციალური წოდებისათვის გათვალისწინებული ხელფასის დანამატი, სამსახურებრივი და სოციალური უზრუნველყოფის სხვა გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. სპეციალური წოდებისათვის შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების წარდგინებით შეიძლება შემოღებულ იქნეს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის ნიმუშები და განმასხვავებელი ნიშნები. ცალკეული სახელმწიფო დაწესებულებების მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის ნიმუშებსა და ტარების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 2 1 . ცალკეული სახელმწიფო დაწესებულებების მოსამსახურეთა განმასხვავებელი ნიშნების აღწერილობასა და ტარების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. სპეციალური წოდების მინიჭების უსაფუძვლოდ დაგვიანების შემთხვევაში მოსამსახურეს უფლება აქვს ყველა იმ სარგოს კომპენსაციაზე, რომელიც მას უნდა მიეღო სპეციალური წოდების დროული მინიჭების შემთხვევაში.
4. უკანონოდ გათავისუფლებულ მოსამსახურეს სამსახურში აღდგენისას სამუშაო ადგილზე იძულებით არყოფნის მთელი პერიოდი ჩაეთვლება შესაბამისი სპეციალური წოდებით სამსახურის ვადაში. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1260 – ვებგვერდი, 01.10.2013წ. საქართველოს 2019 წლის 22 თებერვლის კანონი №4325 – ვებგვერდი, 07.03.2019წ. თავი V გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
