სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ
სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ
Closest in meaning — including in other laws
სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ
Always up-to-date legal framework
1.თუ საქართველოს ორმხრივი ან მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ თქვას უარი სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელებაზე, თუ: ა) თანამშრომლობის განხორციელებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს მიერ წარმოებულ სხვა სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას ან ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას; ბ) თანამშრომლობის განხორციელებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს საქართველოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს ან სხვა არსებით ინტერესს; გ) თანამშრომლობის განხორციელება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას; დ) დანაშაული, რომელთან დაკავშირებითაც მოთხოვნილია თანამშრომლობა, საქართველოს პოლიტიკურ დანაშაულად ან პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებულ დანაშაულად მიაჩნია. დანაშაული არ ჩაითვლება პოლიტიკურად, თუ დანაშაულის ჩადენის მიზნების, მოტივის, ფორმის, მეთოდების და სხვა გარემოებების გათვალისწინებით სისხლის სამართლის ქმედების ნიშნები გადაწონის დანაშაულის ჩადენის პოლიტიკურ ასპექტებს; ე) თანამშრომლობის განხორციელებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს.
2.თუ საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს აქვს ეჭვი, რომ დანაშაული, რომელთან დაკავშირებითაც მოთხოვნილია თანამშრომლობა, პოლიტიკური დანაშაულია, იგი ამის შესახებ აცნობებს საქართველოს პროკურატურას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას თანამშრომლობის თაობაზე ან თანამშრომლობის განხორციელებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3804 - ვებგვერდი, 13.12.2018წ. თავი VI დასკვნითი დებულება
1. თუ საქართველოს ორმხრივი ან მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ თქვას უარი სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელებაზე, თუ: ა) თანამშრომლობის განხორციელებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს მიერ წარმოებულ სხვა სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას ან ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას; ბ) თანამშრომლობის განხორციელებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს საქართველოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს ან სხვა არსებით ინტერესს; გ) თანამშრომლობის განხორციელება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას; დ) დანაშაული, რომელთან დაკავშირებითაც მოთხოვნილია თანამშრომლობა, საქართველოს პოლიტიკურ დანაშაულად ან პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებულ დანაშაულად მიაჩნია. დანაშაული არ ჩაითვლება პოლიტიკურად, თუ დანაშაულის ჩადენის მიზნების, მოტივის, ფორმის, მეთოდების და სხვა გარემოებების გათვალისწინებით სისხლის სამართლის ქმედების ნიშნები გადაწონის დანაშაულის ჩადენის პოლიტიკურ ასპექტებს; ე) თანამშრომლობის განხორციელებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს. 2. თუ საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს აქვს ეჭვი, რომ დანაშაული, რომელთან დაკავშირებითაც მოთხოვნილია თანამშრომლობა, პოლიტიკური დანაშაულია, იგი ამის შესახებ აცნობებს საქართველოს პროკურატურას, რომელიცრომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულის თაობაზე მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით იღებს გადაწყვეტილებას თანამშრომლობის თაობაზე ან თანამშრომლობის განხორციელებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3804 - ვებგვერდი, 13.12.2018წ. თავი VI დასკვნითი დებულება
These lawyers work in the legal area related to this article.