1.ამ კანონით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში პერსონალური მონაცემების გადაცემა და დაცვა ხორციელდება საქართველოს ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შემდეგი მინიმალური მოთხოვნების თანახმად: ა) გადაცემული პერსონალური მონაცემები არ უნდა იქნეს გამოყენებული სხვა მიზნებისთვის, გარდა იმ მიზნებისა, რომლებისთვისაც ისინი იქნა გადაცემული, პერსონალური მონაცემების გადამცემი სამართალდამცავი ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე; ბ) პერსონალური მონაცემების მიმღებმა სამართალდამცავმა ორგანომ არ უნდა გადასცეს ისინი მესამე მხარეს პერსონალური მონაცემების გადამცემი სამართალდამცავი ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე; გ) მოთხოვნის საფუძველზე პერსონალური მონაცემების მიმღებმა სამართალდამცავმა ორგანომ უნდა აცნობოს მათ გადამცემ სამართალდამცავ ორგანოს პერსონალური მონაცემების გამოყენების შედეგების შესახებ; დ) პერსონალური მონაცემების გადამცემმა სამართალდამცავმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ პერსონალური მონაცემები ზუსტი და განახლებული იყოს. თუ გამოვლინდა, რომ გადაცემული პერსონალური მონაცემები არ არის ზუსტი, მათმა გადამცემმა სამართალდამცავმა ორგანომ ამის შესახებ უნდა აცნობოს პერსონალური მონაცემების მიმღებ სამართალდამცავ ორგანოს; ე) თუ აღმოჩნდება, რომ გადაცემული პერსონალური მონაცემები არ არის სწორი ან განახლებული, ან მათი გადაცემა არ იყო ნებადართული, პერსონალური მონაცემების მიმღებმა სამართალდამცავმა ორგანომ უნდა შეასწოროს და განაახლოს ისინი ან უნდა გაანადგუროს პერსონალური მონაცემები და დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ამის შესახებ მათ გადამცემ სამართალდამცავ ორგანოს; ვ) გადაცემული პერსონალური მონაცემები უნდა გაანადგუროს მათმა მიმღებმა სამართალდამცავმა ორგანომ, მას შემდეგ, რაც აღარ იარსებებს პერსონალური მონაცემების გამოყენების კანონიერი საფუძველი; ზ) პერსონალური მონაცემების მიმღებმა სამართალდამცავმა ორგანომ სათანადოდ უნდა დაიცვას მიღებული პერსონალური მონაცემები უნებართვო შეღწევისგან, მათში ცვლილებების შეტანისგან ან მათი გავრცელებისგან; თ) პერსონალური მონაცემების გადამცემმა და მიმღებმა სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა აღრიცხონ შესაბამისად მათთვის გადაცემული და მათ მიერ მიღებული პერსონალური მონაცემები; ი) პერსონალური მონაცემების მიმღებმა სამართალდამცავმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მათი გადამცემი სამართალდამცავი ორგანოს მიერ მიწოდებული პერსონალური მონაცემების პერიოდული გადახედვა პერსონალური მონაცემების წაშლისთვის დადგენილი ვადების ფარგლებში.
2.საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს შეუძლია უარი განაცხადოს პერსონალური მონაცემების გადაცემაზე, თუ საზღვარგარეთის ქვეყნის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემების დაცვის პირობებს ან/და საზღვარგარეთის ქვეყანა, რომელიც არ არის „პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს 1981 წლის 28 იანვრის კონვენციისა და მისი 2001 წლის 8 ნოემბრის დამატებითი ოქმის წევრი, თანახმა არ არის, უზრუნველყოს პერსონალური მონაცემების ისეთი დაცვა, როგორსაც საქართველოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო ითხოვს. თავი V თანამშრომლობის განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლები

