1.მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან: ა) სხვა სამსახურში გადასვლის გამო; ბ) სამსახურში (სამუშაოდ) მიღებისას დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო; გ) შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი დოკუმენტის არქონის გამო; დ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის/ტერიტორიული ორგანოს გაუქმების ან შტატების შემცირების გამო; ე) მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო; ვ) ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო; ზ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე; თ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც მას არ აძლევს საშუალებას, სათანადოდ შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობა; ი) არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო; კ) პირადი განცხადების საფუძველზე; ლ) საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიებში შეტანილ ნივთიერებათა მოხმარების დადასტურების შემთხვევაში, გარდა მის მიერ ამ ნივთიერებათა სამკურნალო მიზნით მოხმარებისა; მ) საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიებში შეტანილ ნივთიერებათა მოხმარების ფაქტის შესამოწმებლად პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმებაზე უარის თქმის შემთხვევაში; ნ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო; ო) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო; პ) კანონით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.
2.მოსამსახურე, რომელიც თვითნებურად, 5 დღეზე მეტი ხნით მიატოვებს სამსახურს, მისი თვითნებური მიტოვების მეორე სამუშაო დღიდან სამსახურიდან გათავისუფლებულად ითვლება.
3.თანამდებობიდან გათავისუფლებული მოსამსახურე სააგენტოს უფროსის ბრძანებით შეიძლება აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით.
4.კადრების განკარგულებაში აყვანილ მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს მოვალეობის დროებით შესრულება.
5.კადრების განკარგულებაში აყვანილი მოსამსახურე კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო შეწყვეტის შესახებ გაფრთხილებულად.
6.სამსახურიდან გათავისუფლებული მოსამსახურე ვალდებულია დააბრუნოს მისთვის სამსახურებრივი სარგებლობისთვის გადაცემული ქონება (მატერიალური ფასეულობები). საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1330 – ვებგვერდი, 25.12.2025წ. თავი IV. დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის მსჯავრდებულის დაჯარიმების წესი, მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა და მსჯავრდებულის პრობაციის ბიუროში გამოცხადებაზე შეღავათის დაწესების პირობები. მსჯავრდებულის საერთო მოვალეობები საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №954 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.






