დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
Closest in meaning — including in other laws
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
Always up-to-date legal framework
1.პრობაციის ოფიცერმა მსჯავრდებულის მიმართ არ შეიძლება აწარმოოს სააღსრულებო საქმე, თუ ის: ა) მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობდა დაზარალებულის სტატუსით; ბ) მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვაში მონაწილეობდა მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად, მოწმედ, ექსპერტად, თარჯიმნად, კანონიერ წარმომადგენლად ან სასამართლო სხდომის მდივნად; გ) მსჯავრდებულის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის, ანდა დაზარალებულის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ნათესავია; დ) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია სააღსრულებო საქმის წარმოების შედეგით, ანდა არსებობს სხვა გარემოება, რომელიც მის მიუკერძოებლობას საეჭვოს ხდის.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნათესავად მიიჩნევა დედა, მამა, ბებია, პაპა, მეუღლე, შვილი, ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, რძალი, სიძე, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
3.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლის გამოვლენისთანავე პრობაციის ოფიცერი ვალდებულია თვითაცილების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს პრობაციის ბიუროს უფროსს, რომელიც 5 სამუშაო დღის ვადაში იხილავს აღნიშნულ მოთხოვნას და იღებს გადაწყვეტილებას თვითაცილების მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
4.სააღსრულებო საქმის წარმოების მიმდინარეობისას მსჯავრდებულს ან მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას პრობაციის ოფიცრის აცილების მოთხოვნით მიმართოს პრობაციის ბიუროს უფროსს, რომელიც აღნიშნულ მოთხოვნას განიხილავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.
5.პრობაციის ოფიცრის თვითაცილების/აცილების მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ პრობაციის ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება არ საჩივრდება.
6.პრობაციის ოფიცრის თვითაცილების/აცილების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ პრობაციის ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება საჩივრდება პრობაციის ბიუროს ადგილმდებარეობის მიხედვით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირისთვის გაცნობიდან 5 დღის ვადაში.
These lawyers work in the legal area related to this article.
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ